
გერმანიის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოსკოვის მეთოდები უხეში, ხოლო საშუალებები უფრო სასტიკი ხდება და აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად ხანგოშვილის მკვლელობას ასახელებენ
07/06/2021 05:10:40 მსოფლიო
გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი თომას ჰალდენვანგი აცხადებს, რომ მოსკოვის მეთოდები უხეში, ხოლო საშუალებები უფრო სასტიკი ხდება. იგი აღნიშნულის ერთ-ერთ მაგალითად ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას ასახელებს.
"რუსეთის დაზვერვა ისეთივე აქტიურია გერმანიაში, როგორც „ცივი ომის“ პერიოდში იყო. კრემლს გერმანიის მიმართ, პოლიტიკის თითქმის ყველა სფეროში ძალიან კომპლექსური სადაზვერვო ინტერესი აქვს. რუსეთი აგენტებს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა გარემოში კონტაქტის დასამყარებლად იყენებს", – აცხადებს ჰალდენვანგი.