Accentnews.ge
სასამართლომ "ნამახვანჰესის" აქციაზე დაკავებული 8 პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა

სასამართლომ "ნამახვანჰესის" აქციაზე დაკავებული 8 პირი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში გაამართლა

07/06/2021 17:01:49 სამართალი

სასამართლომ "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე 27 მაისს დაკავებული 8 პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გაამართლა, წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში კი სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

პროცესის პარალელურად, სასამართლოს შენობასთან "რიონის ხეობის მცველების" აქცია მიმდინარეობდა.

მათი თქმით, სასამართლოს დაკავებული აქტივისტების ორივე ნაწილში გამართლება შეეძლო.

27 მაისს სოფელ გუმათში გამართულ აქციაზე 8 აქტივისტი დააკავეს. შსს მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S