Accentnews.ge
რუსი სპორტული ჟურნალისტები: "საქართველოც იგივეს გააკეთებს!"

რუსი სპორტული ჟურნალისტები: "საქართველოც იგივეს გააკეთებს!"

08/06/2021 11:18:33 კონფლიქტები

ცნობილი რუსი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი ალექსეი ანდრონოვი უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ახალ ფორმასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმიანება და პროგნოზირებს, რომ "საქართველოც უკრაინის მსგავსად მოიქცევა".

«დიახ, უკრაინა ხატავდა, ხატავს და დახატავს თავის რუქას ყირიმიანად. დიახ, საქართველოც იგივეს გააკეთებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კუთხით. დიახ, ლატვია, ლიტვა [ლიეტუვა - რედ.] და ესტონეთიც გააგრძელებენ სსრკ-ის მიჩნევას ოკუპანტად. დიახ, ეს ესეა. სხვა პრობლემები არ გვაქვს? სხვა არაფერი გვაინტერესებს? რაღაც კოლექტიურ სიგიჟემდე მივედით, უკვე იმასაც ვწერთ, "რუსეთის რუქა ალასკიანადო...» - წერს ანდრონოვი თავის Telegram-არხში.

აღნიშნულ საკითხზე თავის აზრს ჟურნალისტი ვასილი უტკინიც აფიქსირებს: "იცით, რა არ მესმის? რატომ უნდა გორდებოდეს საერთოდ საერთაშორისო სკანდალი უკრაინის ნაკრების ფორმასთან დაკავშირებით? შეხედეთ, რომელმა ქვეყნებმა აღიარეს ყირიმი რუსულად: მათ შორის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე არც ერთი ქვეყანა არ არის!».

როგორც ცნობილია, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსმა სპორტსმენებმა UEFA-ს მიმართეს მოთხოვნით, აკრძალოს უკრაინის ნაკრების იმ ახალი ფორმის გამოყენება, რომელზეც ყირიმი უკრაინის შემადგენლობაშია გამოსახული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S