„ვაჟბატონები ვერ ვიპოვეთ, სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცოდა“ – გახარია 20 ივნისის კონტექსტში „ქართული ოცნების“ წევრებზე საუბრობს

08-06-2021 21:50:03 ციტატა

„ვიღაც გამოვა და ბრალს დამდებს, რომ თურმე „ნაციონალებთაან“ რაღაც კავშირი მაქვს. მე, ადამიანს, რომელმაც 20 ივნისის ბრძოლა გადავიტანე და ვერც ერთი ეს ვაჟბატონი [ოცნების წევრები – რედ] პარლამენტში ვერ ვიპოვეთ. სად იყვნენ დამალულები, კაციშვილმა არ იცოდა. ბევრს ვგულისხმობ. პარლამენტი საერთოდ ცარიელი იყო და ვეძებდით, სად გვეპოვა ვიღაცეები, რომ კაბინეტში შევსულიყავით სამუშაოდ“.

განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები