Accentnews.ge
ჟენევის დისკუსიების თანათვმჯდომარეები ცხინვალსა და წნელისს ეწვივნენ

ჟენევის დისკუსიების თანათვმჯდომარეები ცხინვალსა და წნელისს ეწვივნენ

09/06/2021 11:13:02 კონფლიქტები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, გაერო-ს და ევროკავშირის მხრიდან ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს ეწვივნენ, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელს პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯიოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, "მთლიანობაში რეგიონში ვითარება შედარებით სტაბილურია". მისივე ინფორმაციით, დელეგაციასთან მსჯელობის ერთ-ერთ თემას უგზო-უკვალოდ დაკარგულთა საკითხი წარმოადგენდა.

«გვაცნობეს, რომ ჰქონდათ შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უგზო-უკვალოდ დაკარგული მაცხოვრებლების საკითხი მასზეც იქნა განხილული. თანათავმჯდომარეები იმედოვნებენ, რომ ქართული მხარე ქმედით ნაბიჯებს გადადგამს ამ ახალგაზრდების ბედის დასადგენად», – აღნიშნა მან.

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ცხინვალში "სახელმწიფო" უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. ისინი ასევე წნელისს ეწვივნენ. ჯიოევის ინფორმაციით, ადგილზე გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, რომელმაც "სოფლის სიახლოვეს ქართული საგუშაგოს არსებობის გამო შიში გამოთქვა".

ჯიოევის ინფორმაციით, შემდეგი ვიზიტის ფარგლებში თანათავმჯდომარეები ახალგორის რაიონში გეგმავენ ჩასვლას.

«საქმე იმაშია, რომ ქართული პროპაგანდა, 2008 წლიდან მოყოლებული, იმგვარ სურათს სახავს, თითქოს ლენინგორის რაიონში რაღაც განსაკუთრებული მდგომარეობა იყოს. ჩვენის მხრივ ყოველ ჯერზე ვაცხადებთ, რომ ეს რაიონი ჩვენთვის სხვებისგან არაფრით განსხვავდება», – აღნიშნა მან.

2019 წლის სექტემბერში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დე ფაქტო საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ ახალგორის რაიონის მოსახლეობა დღემდე იზოლაციაში ცხოვრობს. ცხინვალმა გზა ქართული მხარის მიერ სოფლების წნელისისა და ჩორჩანას სიახლოვეს ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმის საპასუხოდ გადაკეტა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S