Accentnews.ge
რუსეთმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებასა და ევროპის ქვეყნების გათავისუფლებაში სსრკ-ის როლის  უგულებელყოფა აკრძალა

რუსეთმა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებასა და ევროპის ქვეყნების გათავისუფლებაში სსრკ-ის როლის  უგულებელყოფა აკრძალა

09/06/2021 12:24:26 მსოფლიო

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ბოლო - მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებასა და მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპის ქვეყნების გათავისუფლებაში სსრკ-ის როლისა და "ჰუმანიტარული მისიის" უგულებელყოფას კრძალავს.

კანონპროექტი მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" წარმომადგენლების ჯგუფმა პრეზიდენტ პუტინის მხარდაჭერით შეიმუშავა. თანდართულ ბარათში ნათქვამია, რომ შესწორებების მიზანს "დიადი გამარჯვებით ამაზრზენი სპეკულაციებისა და მამა-პაპების შეურაცხყოფის შეკავება" წარმოადგენს.

გარდა ამისა, დოკუმენტი კრძალავს სსრკ-ის ხელმძღვანელებისა და სამხედროების მიზნების, გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების გაიგივებას ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელობისა და გერმანელი სახედროების ქმედებებთან.

კანონის ტექსტში სასჯელი განსაზღვრული არ არის - შესაბამის კანონპროექტს პარლამენტს ცალკე კანონად წარუდგენენ.

მაისში ერთ-ერთმა თანაავტორმა, დეპუტატმა ელენა იამპოლსკაიამ განაცხადა, რომ კანონის დარღვევისთვის დასაწესებელი სასჯელის ზომები მთავრობასთან თანხმდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S