
ბაიდენმა ევროპული ტურნე რუსეთის გაფრთხილებით დაიწყო
10/06/2021 06:11:35 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპული ტურნე რუსეთის გაფრთხილებით დაიწყო.
იგი 10 ივნისს იგი გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა, ბრიტანულ საჰაერო ბაზაზე შეკრებილ ათასამდე ამერიკელ ჯარისკაცსა და მათი ოჯახის წევრებს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთის საზიანო ქმედებებს მკაცრი შედეგები მოჰყვება.
"ჩვენ რუსეთთან კონფლიქტისკენ არ ვისწრაფით. გვსურს, სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა, თუმცა მე ნათლად განვაცხადე: აშშ–ის პასუხი იქნება მკაცრი, თუ რუსეთის მთავრობა ზიანის მომტან საქმიანობაში იქნება ჩართული“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, აშშ–ს სურს, გააღრმავოს ტრანსატლანტიკური კავშირები.
„ეს ჩემი, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის პირველი მოგზაურობაა საზღვარგარეთ. "დიდ შვიდეულში" მივიღებ მონაწილეობას , შემდეგ ნატო-ს მინისტერიალს დავესწრები და შემდეგ შევხვდები ბატონ პუტინს, რათა შევატყობინო ის, რაც მინდა, რომ იცოდეს“, -აღნიშნა ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა ევროპაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ევროპული ტურნეს მიზანია "ალიანსის გაძლიერება, პუტინისთვის და ჩინეთისთვის ცხადად ჩვენება, რომ ევროპა და შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობენ".
ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ჟენევაში 16 ივნისისთვის არის დაგეგმილი.