
დღეს "ცეცხლოვან ბეჭედის" ხილვის შესაძლებლობა იქნება
10/06/2021 09:45:44 ეს საინტერესოა
ზეციური შოუ, ცეცხლოვანი ბეჭედი - ამ სახელითაა ცნობილი მოვლენა, რომლის ხილვაც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან 10 ივნისს იქნება შესაძლებელი.
მოვლენა დაკავშირებულია რგოლისებრ დაბნელებასთან. კერძოდ, მთვარე თითქმის მთლიანად დაფარავს და დაბლოკავს დედამიწისკენ მომავალ მზის სხივებს.
იშვიათი სანახაობის ხილვა შესაძლებელი არქტიკის რეგიონიდან, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილიდან, კანადიდან, გრელანდიისა და ევროპა-აზიის გარკვეული ნაწილიდან. ევროპაში ყველაზე კარგად დაბნელების ხილვა შესაძლებელი იქნება გაერთიანებულ სამეფოში, საიდანაც მზის დაბნელების 40% გამოჩნდება.