დააკავეს კაცი, რომელმაც ინტიმური ურთიერთობა გადაიღო და კადრები გაავრცელა
10/06/2021 09:55:22 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მარნეულში დააკავეს კაცი, რომელმაც ნაცნობ ქალთან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა უკანონოდ, ფარულად გადაიღო და უკანონოდ გაავრცელა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


