Accentnews.ge
ხვალ ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება

ხვალ ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება

10/06/2021 10:13:19 ეკონომიკა

ხვალ 11 ივნისს 13:00 სთ-ზე ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, 25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციით განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს და გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით. წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს.

აღნიშნულ ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი,მათი უმრავლესობა ადგილობრივი, აჭარის რეგიონიდანაა. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას.

პრეზენტაციას, როგორც საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

მათ შორის, ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებლად სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ცნობისთის, „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S