Accentnews.ge
სტრასბურგის სასამართლო რუსეთს საქართველოსთვის 10 მლნ ევროს გადახდას 6 სექტემბრამდე ავალდებულებს

სტრასბურგის სასამართლო რუსეთს საქართველოსთვის 10 მლნ ევროს გადახდას 6 სექტემბრამდე ავალდებულებს

10/06/2021 12:47:49 სამართალი

სტრასბურგის სასამართლო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, 2021 წლის 6 სექტემბრამდე გადაიხადოს 10 მლნ ევრო და დაგროვებული საპროცენტო განაკვეთი, რისი გადახდაც სასამართლომ რუსეთს 2006 წელს ქართველების მასობრივი დეპორტაციის გამო დააკისრა.

დღეს გავრცელებულ განცხადებაში სასამართლო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ან პირდაპირ გადაიხადოს განსაზღვრული თანხა დაგროვილ პროცენტთან ერთად, ან ხელი მოაწეროს „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ საქართველოსთან, რათა შესაძლებელი გახდეს ამ თანხის საქართველოსთვის გადარიცხვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილების თანახმად, კომიტეტმა რუსეთს განუსაზღვრა საბოლოო ვადა, მიმდინარე წლის 6 სექტემბერი, რათა ამ ვადაში განხორციელდეს კომპენსაციის გადახდა პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებისთვის (მსხვერპლთათვის გასანაწილებლად), ან რუსეთის მიერ ხელი მოეწეროს მემორანდუმს, რათა შესაძლებელი გახდეს კომპენსაციის გადახდის განხორციელება ევროპის საბჭოს მეშვეობით.

"როგორც ცნობილია, 2021 წლის მარტისა და ივნისის სხდომებზე რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად, გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა, რათა მოპასუხე სახელმწიფოს აღესრულებინა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. მინისტრთა კომიტეტმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება.

მინისტრთა კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას უახლოეს სხდომაზე 2021 წლის სექტემბერში განაახლებს.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ცნობისთვის: ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოსკოვს ქართული მხარისთვის 10 მლნ ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლის (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა) დარღვევით დაზარალებულმა პირებმა 2000-2000 ევრო უნდა მიიღონ, ხოლო მათ, ვის მიმართაც ამასთანავე მე-5 პუნქტის პირველი (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) და მე-3 (პატიმრობის ღირსების შემლახველი ან არაადამიანური პირობები) მუხლი დაირღვა – 10-დან 15 ათასამდე ევრო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S