თბილისში ტრანსგენდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ
10/06/2021 15:13:00 სამართალი
“თანასწორობის მოძრაობის”ინფორმაციით, თბილისში ტრანსგენდერ ქალს ტრანსფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ორგანიზაციის განცხადებით, შემთხვევა 4 ივნისს, ღამის საათებში მოხდა: მოძალადემ დაზარალებულს ჯერ კომპლიმენტი უთხრა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახის არეში ძლიერად დაარტყა:
“თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომლებმაც თავდამსხმელი დაზარალებულს განარიდეს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს”, — აცხადებენ ორგანიზაციაში. დაზარალებულის ინტერესებს სწორედ “თანასწორობის მოძრაობა” იცავს.
საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა. ბრალდებული 2000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი.


