
სად აგრძელებს კარიერას საქართველოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი
10/06/2021 18:09:22 ეკონომიკა
კომპანია „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი დაინიშნა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საკადრო ცვლილება, კომპანიის ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში, სტრუქტურული გარდაქმნის და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უკავშირდება.
ივანე მაჭავარიანი 2018 წლის 12 ივლისიდან 2021 წლის 31 მარტამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრი იყო.
ახალი დირექტორი, კომპანიაში საქმიანობას დღეიდან შეუდგა.