Accentnews.ge
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ

10/06/2021 18:29:54 კავკასია

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. კერძოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნა.

უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის რაიონის სასაზღვრო ზონაში კიდევ ერთხელ სცადეს საინჟინრო სამუშაოების ჩატარება, თუმცა სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანელებს ამ საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს.

ამავე წყაროს თანახმად, ამის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის სამხედრო დანაყოფებს ცეცხლი გაუხსნა და ამას სამხური მხრიდან საპასუხო ცეცხლიც მოჰყვა, თუმცა მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მსხვერპლი არც მათ მხარეს არის, თუმცა ამბობენ, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა:

"ცეცხლის გახსნა ჩვენი პოზიციების მიმართულებით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით დასტურდება. ამ დროს არ დაშავებულა არც ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. სომხური მხარე აგრძელებს სიტუაციის დეესკალციის პოლიტიკას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S