
ავარია ბათუმში, დაშავდა ხუთი ადამიანი
10/06/2021 19:59:42 სამართალი
ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც. დაშავებულები კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები კონტაქტურები არიან და სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.