რუსეთი აშშ-სთან გაფორმებულ „ღია ხმელეთის“ მემორანდუმს წყვეტს

11-06-2021 10:47:19 მსოფლიო

რუსეთი აშშ-სთან გაფორმებულ „ღია ხმელეთის“ მემორანდუმს წყვეტს. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა

მემორანდუმი რუს და ამერიკელ დიპლომატებს ერთმანეთის ქვეყნების სხვადასხვა რეგიონში ნებართვის გარეშე მხოლოდ შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე გადაადგილების საშუალებას აძლევდა.

მიმდინარე წლის 16 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა, რომ მოსკოვი, სანქციების საპასუხოდ, აშშ-სთან გაფორმებულ "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმს გააუქმებდა.

რუსეთსა და აშშ-ს შორის "ღია ხმელეთის" ურთიერთგაგების მემორანდუმი ვაშინგტონში 1992 წლის ივნისში გაფორმდა.

Новости

Другие новости