ბაიდნემა და ჯონსონმა „ახალ ატლანტიკურ ქარტიას“ მოაწერეს ხელი

11-06-2021 10:51:11 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდნემა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ლიდერებმა „ახალი ატლანტიკური ქარტია“ უწოდეს.

„ახალ ატლანტიკურ ქარტიაში“ ნათქვამია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების ერთგულია. აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ამავე დროს პირობას დებენ, რომ გვერდით დაუდგებიან ნატოს მოკავშირეებს. დოკუმენტში ასევე საუბარია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე.

ევროპული ტურნეს ფარგლებში ჯო ბაიდენი მონაწილეობა მიიღებს "დიდი შვიდეულისა" და ნატო–ს სამიტებში, 16 ივნისს კი აშშ-ის ლიდერი ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები