აბაშიძის ინფორმაციით, პანსიონის საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე ზეწოლა ხორციელდება

11-06-2021 12:49:05 სამართალი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) თავმჯდომარის ანა აბაშიძის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის საქმის ერთ-ერთ მოწმეზე ზეწოლა ხორციელდება.

აბაშიძე ამის შესახებ facebook-ზე წერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, მოწმე და მისი ოჯახი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანონ.

მისივე თქმით, პროკურატურა ამ საკითხზე ინფორმირებულია, თუმცა უწყებას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია.

"ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე არის ძალიან საშიში მუქარა და ზეწოლა. ითხოვენ გაჩუმდეს თორემ რაც მოუვა ნახავს. ამ ადამიანმა გამოძიებას უკვე მისცა პანსიონატში არსებულ ვითარებაზე ჩვენება. ორი დღეა ვითხოვთ ამ ადამიანის და მისი ოჯახის დაცვას პროკურატურისგან. არაფერს აკეთებენ. აი არაფერს. ახლა საჯაროდ გეუბნებით. იცით, ვისზეც ვლაპარაკობ და რა მუქარაზეც გეუბნებით. აი იმ ადამიანს ან მის ოჯახის წევრებს ვინმეს მხრიდან რამე რომ დაემართოს ან ამ ადამიანმა უეცრად უკან დაიხიოს ეს იქნება პირდაპირ სახელმწიფოს განზრახი უმოქმედობის, ან იქნებ მოქმედებისაც კი, დამსახურება! დროზე გადაიყვანეთ ოჯახი უსაფრთხო ადგილას", - წერს აბაშიძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები