"აპრილში სამშენებლო სექტორის ზრდა 110% იყო, თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონე"

11-06-2021 16:13:01 პოლიტიკა ,ეკონომიკა

2021 წლის აპრილში რეალურმა ზრდამ სამშენებლო სექტორში 110% შეადგინა და თითქმის სრულად აღდგა 2019 წლის დონემდე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორში 2020 წლის აპრილში რეალური აქტივობა შემცირდა 47%–ით. თუმცა, 2021 წლის აპრილში, რეალურმა ზრდამ ამ სექტორში 110 % შეადგინა.

„სამშენებლო-დეველოპერული სექტორი ალბათ დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური სექტორია მისი პოტენციური გავლენებით უამრავ სექტორზე, მათ შორის, საფინანსო სექტორზე და რაც მთავარია, საზოგადოებაზე. ჩვენს ქვეყანას ახსოვს 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ დეველოპერულ კომპანიათა გაკოტრების, ასევე, გაჩერებული მშენებლობებიდან გამომდინარე საზოგადოებრივი პრობლემების მასშტაბები. ჩვენი მიზანი იყო სწორედ ამ რისკის თავიდან აცილება და ვფიქრობ, ჩვენ ძალიან წარმატებული პროგრამით, შევძელით მსგავსი პრობლემებისგან თავის დაცვა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები