Accentnews.ge
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე მესაზღვრე დაიჭრა

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე მესაზღვრე დაიჭრა

11/06/2021 13:16:11 სამართალი

ლაგოდეხის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი გ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია მოთავსებული.

ვრცელდება ინფორმაცია, სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იარაღი შემთხვევით, არასწორი მოძრაობის დროს გაუვარდა, რის შედეგადაც მარცხენა ბარძაყის არეში დაზიანება მიიღო.

55 წლამდე კაცი ლაგოდეხში, კლინიკა "კელაპტარშია" გადაყვანილი.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მას კლინიკიდან უახლოეს დღეებში გაწერენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S