მერკელი: "ბედნიერი ვარ ბაიდენთან შეხვედრით, იგი მულტილატერალიზმის მტკიცე მხარდამჭერია, რაც ბოლო წლებში გვაკლდა"

11-06-2021 18:52:18 მსოფლიო

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, "დიდი შვიდეულის" ქვეყნებს ბოლო წლების განმავლობაში სათანადო კოორდინირებული ურთიერთობა არ ჰქონდათ.

როგორც მერკელმა აღნიშნა, იგი ძალიან ბედნიერია, რომ აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მულტილატერალიზმის [სამი ან მეტი სახელმწიფოს კოორდინირებული ურთიერთობა გარკვეული პრინციპების შესაბამისად] მტკიცე მხარდამჭერია.

"ბედნიერი ვარ ბაიდენთან შეხვედრით, იგი მულტილატერალიზმის მტკიცე მხარდამჭერია, რაც ბოლო წლებში გვაკლდა".

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ივლისში მერკელი ვაშინგტონს ეწვევა.

ცნობისთვის: გაერთიანებულ სამეფოში „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება. სამიტის მიმდინარეობისას ლიდერები, მათ შორის, ვაქცინების გადანაწილების, ეკონომიკის აღდგენის, კლიმატური ცვლილებების, რუსეთისა და ჩინეთის საკითხზე იმსჯელებენ. ღონისძიება 13 ივნისს დასრულდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები