"პუტინ–ბაიდენის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ ბრიფინგში, ან ცალკე გამართოს იგი"

11-06-2021 19:09:49 მსოფლიო

"პუტინ–ბაიდენის შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ ბრიფინგში, ან ცალკე გამართოს იგი", – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხდა.

მისივე თქმით, სამიტის საბოლოო ფორმატის შესახებ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

"პუტინი ჟენევაში იმიტომ კი არ ჩადის, რომ ბაიდენთან ერთად გამოჩნდეს პლატფორმაზე, არამედ, იმიტომ, რომ რუსეთსა და აშშ–ს შორის სადღეისოდ არსებული ცუდი ურთიერთობები მოითხოვს სამიტის გამართვას", – დასძინა პესკოვმა.

მანამდე, CNN–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ–ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი არ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პუტინ–ბაიდენის შეხვედრა 16 ივნისს ჟენევაში გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები