"ნატო–ს სამიტზე ლიდერები გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ"

11-06-2021 21:37:05 პოლიტიკა

"ნატო–ს სამიტზე ლიდერები გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ", – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით აქცენტი რეფორმებზეა და ალიანსი მათ განხორციელებაში უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

"უკრაინა და საქართველო ნატო–სთვის ღირებული პარტნიორებია. ჩვენ ორივე მათგანს ვუწევთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ვაგრძელებთ მათთან პარტნიორობის გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ორივე ქვეყანაში რუსული აგრესია განხორციელდა. კერძოდ, საქართველოში 2008 წელს და რუსეთს ამ დრომდე ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ჩვენ ვნახეთ რუსული აგრესია უკრაინაში და ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში განგძობადი დესტაბილიზაცია. გუშინ სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მოველი, რომ ნატო–ს ლიდერები კიდევ ერთხელ გაიმეორებენ თავიანთ გადაწყვეტილებას, რომელიც "ნატო–ს ღია კარის" პოლიტიკიდან გამომდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი წარმატება მოიტანა ევროპის მასშტაბით დემოკრატიის და თავისუფლების გავრცელების თვალსაზრისით. ნატო–ს სამიტზე ლიდერები გამოხატავენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ამ ორ ქვეყანასთან მიმართებით აქცენტი რეფორმებზეა, და ალიანსი გააგრძელებს რეფორმების განხორციელების კუთხით მათ მხარდაჭერას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები