სასამართლომ "ქურდულ სამყაროსთან" კაშირის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს  პატიმრობა შეუფარდა

11-06-2021 23:53:18 სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქურდულ სამყაროსთან" კაშირის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

სახელმწიფო ბრალდება დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

ყველა დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

დაკავებულთა ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 13 პირი 10 ივნისს დააკავა. შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდა. ყველა მათგანი "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული თავისუფლების 7-დან 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

საზღვარგარეთ მყოფ "კანონიერ ქურდს" ზ. მ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც თავისუფლების 9-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები