პენტაგონი უკრაინას 150 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

12-06-2021 10:08:02 მსოფლიო

პენტაგონის განცხადებით, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 150 მლნ დოლარის ღირებულების ახალ პაკეტს გამოუყოფს.

დახმარება მოიცავს კონტრსაარტილერიო რადარს, ელექტრონულ საბრძოლო მოწყობილობას, დრონების საწინააღმდეგო სისტემებს.

გარდა დახმარების ამ ახალი პაკეტისა, პენტაგონმა მარტში დაანონსა, რომ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების Mark VI ტიპის საპატრულო კატარღებს მიაწვდიდა.

უწყების ცნობით, აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს გააძლიეროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა, კონტროლი და სიტუაციური ინფორმირებულობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები