ევროპის ჩემპიონატი მძიმე ინციდენტით დაიწყო

12-06-2021 21:14:00

ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ფინეთისა და დანიის საფეხბურთო გუნდების შეხვედრა გადაუდებელი სამედიცინო აუცილებლობის გამო შეწყდა: პირველი ტაიმის მიმდინარეობისას დანიის გუნდის ვარსკვლავმა კრისტიან ერიქსენმა გონება მოულოდნელად დაკარგა ისე, რომ მასთან ფიზიკური კონტაქტი არავის ჰქონია. ექიმები საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცდილობდნენ მის გადარჩენს – საჭირო გახდა გულის მასაჟი და ხელოვნური სუნთვის აპარატი, ამიტომ, გაჩნდა ეჭვი, რომ მას გული გაუჩერდა. შემდეგ ფეხბურთელი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან. არაოფიციალური ცნობებით, ერიქსენი მოედნიდან გაყვანისას გონზე იყო. გულშემატკივრებმა ფეხბურთელი აპლოდისმენტებით გააცილეს.

უცნობია ოფიციალური ცნობები, თუ როგორია ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

განახლება

ადგილობრივი დიქტორმა მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს აცნობა, რომ ფეხბურთელი ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი. მატჩის ბედი დაახლოებით, 20 წუთში გაირკვევა.

დანიის საფეხბურთო ასოციაციის ცნობით, ფეხბურთელი გონზეა და დამატებით კვლევებს გაივლის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები