Accentnews.ge
ქობულია არ უარყოფს, რომ ანაკლიის პროექტს პოლიტიკური პრობლემები აქვს

ქობულია არ უარყოფს, რომ ანაკლიის პროექტს პოლიტიკური პრობლემები აქვს

15/05/2019 12:30:46 ეკონომიკა

ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, ანაკლიის პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, სერიოზული კომერციული პრობლემებიც აქვს. ამის შესახებ ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატები უსმენენ.  

„მე არ დავსწრებივარ ისეთ განხილვებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული იყო პროკურატურა და ეროვნული ბანკი. შეიძლება, სადღაც იყო ასეთი განხილვები, მაგრამ მე პირადად არ მივუწვევივარ. რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტის განხილვა გუნდში მრავალჯერ იყო. ანაკლიის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ პროექტს შესაძლებელი პოლიტიკური პრობლემების გარდა, ასევე სერიოზული კომერციული პრობლემები აქვს. ჩვენ ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. ყველაფერს ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ ჭრილში, იმიტომ, რომ აქ არის მძიმე კომერციული პრობლემებიც“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S