Accentnews.ge
კრწანისის ქუჩაზე მომხდარ ავარიას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს

კრწანისის ქუჩაზე მომხდარ ავარიას კიდევ ერთი მსხვერპლი ჰყავს

14/06/2021 07:27:58 სამართალი

თბილისში, კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული კიდევ 1 პირი დაიღუპა.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.

კლინიკაში ამჟამად 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

12 ივნისს კრწანისში, „ნიუ ჰოსპიტალის“ ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და რამდენიმე ავტომობილი მოიყოლა. სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 8 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S