ირანის თავდაცვის მინისტრი: „ჩვენ აშშ–ისრაელის ალიანსს დავამარცხებთ“
15/05/2019 12:31:26 სხვა, მსოფლიო
ირანის თავდაცვის მინისტრ ამირ ჰატამის განცხადებით, თეირანს აშშ–სა და ისრაელის დამარცხება შეუძლია.
„ჩვენ დავამარცხებთ ამერიკულ–სიონისტურ ფრონტს. ირანს სამხედრო-თავდაცვის მზადყოფნის ყველაზე მაღალი დონე აქვს იმისათვის, რომ ნებისმიერი სახის საფრთხეს გაუმკლავდეს“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: გუშინ ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანის აგრესიის შესაჩერებლად ისრაელი აშშ–ის გვერდითაა.
ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა რეგიონში ავაიმზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. დღეს კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021