Accentnews.ge
ერდოღანი ყარაბაღში ჩადის

ერდოღანი ყარაბაღში ჩადის

15/06/2021 07:58:15 კავკასია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ერდოღანი მთიან-ყარაბაღში, შუშაში ჩადის, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა. შუშაში ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან სახელმწიფოთაშორის ყოვლისმომცველ შეთანხმებას მოაწერს ხელს .

შეგახსენებთ, რომ შუშა ალიევის განკარგულებით აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა. ალიევმა შუშაში სასტუმროების მშენებლობა დააანონსა:

“გასათვალისწინებელია, რომ აქ იქნება ძალიან დიდი ნაკადი ტურისტებისა, ამიტომაც აქ უნდა აშენდეს ხუთ-ოთხ და სამვარსკვლავიანი სასტუმროები. შუშა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამას მივაღწევთ 100%-ით”.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S