Accentnews.ge
PHR: მშობლებს სიღარიბის გამო ჩამოცილებულმა ბავშვებმა სახელმწიფოს დავა მოუგეს და 35 000 ლარს მიიღებენ

PHR: მშობლებს სიღარიბის გამო ჩამოცილებულმა ბავშვებმა სახელმწიფოს დავა მოუგეს და 35 000 ლარს მიიღებენ

15/06/2021 08:24:42 სამართალი

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება უკანონოდ სცნო.

PHR-ის ცნობით, მოსამართლე დავით წერეთელმა უკანონოდ მიიჩნია სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა:

"ბავშვები 2 წლის წინ სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა.

ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S