წყალტუბოში სასტუმრო "არგოს" ქვები დაუშინეს და მეპატრონე სცემეს
15/06/2021 09:29:04 სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა სასტუმრო "არგოს" ქვები დაუშინეს და მეპატრონე სცემეს.
ნაცემი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის მოთხოვნას და დაკავების დროს მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.
დაკავებულია ორი ქალი და ერთი კაცი - 2000, 2001 და 2004 წელს დაბადებული პირები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რაიმე საგნის გამოყენებით, ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


