Accentnews.ge
ეუთო-ს გენერალური მდივანი: "კარგად ვარ ინფორმირებული ზაზა გახელაძის საკითხზე"

ეუთო-ს გენერალური მდივანი: "კარგად ვარ ინფორმირებული ზაზა გახელაძის საკითხზე"

15/06/2021 10:59:27 კონფლიქტები

საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი აცხადებს, რომ იგი კარგადაა ინფორმირებული ზაზა გახელაძის საკითხზე. ამის შესახებ მან ერგნეთში განაცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრას დაესწრო.

მისი თქმით, ეუთო აქტიურად მუშაობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შესამსუბუქებლად.

„ეუთო არის მსოფლიოში ყველაზე დიდი უსაფრთხოების რეგიონული ორგანიზაცია და ჩვენ ვმუშაობთ ხალხის კეთილდღეობისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევებში იმ სირთულეების შესამსუბუქებლად, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს. ამ შემთხვევაში ესაა ყოველდღიური კონკრეტული საკითხები და საკითხები, რომლებიც ეხება ასევე უსაფრთხოებას", - განაცხადა ჰელგა მარია შმიდმა, რომელმაც შეხვდრა დაახლოებით ერთ საათში დატოვა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მე-100 შეხვედრა კვლავ მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულებას ელოდება ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თუ ზაზა გახელაძე 23 ივნისამდე არ გათავისუფლდება, ისინი რადიკალურ ზომებს მიმართავენ, დაარღვევენ საოკუპაციო ხაზს და ცხინვალში გადავლენ.

33 წლის ზაზა გახელაძე გასული წლის 11 ივლისს კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე "საზღვრის დარღვევის" ბრალდებით დააკავეს. იგი დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მოგვიანებით, მას სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის მცდელობის ბრალდებაც წაუყენეს. 2021 წლის თებერვალში დე ფაქტო სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S