![აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ტურისტები დაჭრეს [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/zzzzzzzzzzzzwerrr.jpg)
აფხაზეთში რუსეთის მოქალაქე ტურისტები დაჭრეს [ვიდეო]
15/06/2021 11:58:55 კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში ორი ტურისტი - რუსეთის მოქალაქეები დაჭრეს.
შეიარაღებული ინციდენტი გვიან ღამით რესტორანში მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადგილობრივი - ადრე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დაკავებული, მაგრამ მოგვიანებით აფხაზეთიდან გაუსვლელობის პირობით გათავისუფლებული დიმიტრი ფილია უმისამართოდ ისროდა და ტურისტებს ჯამში 9 ჭრილობა მიაყენა, ერთი ასხლეტილი ტყვიით კი თავადაც დაიჭრა.
დაშავებული ტურისტები სოჭში გადაიყვანეს.