ქმარმა ცოლს სასიკვდილოდ სცემა, ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა

15-06-2021 16:43:49 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლნისში ცოლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 1971 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

შსს–ს განცხადებაში ნათქვამია, კაცმა ურთიერთშელაპარაკებისას ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ქალმა გონება დაკარგა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული თავისუფლების 6-დან 9-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები