
ერდოღანმა ე.წ. "ექვსთა პლატფორმას" კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი
15/06/2021 14:45:44 კავკასია
«ექვსთა პლატფორმას" შეუძლია, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობა უზრუნველჰყოს, - თვლის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
«ამ პლატფორმის მეშვეობით, რომელშიც შემოთავაზებულია აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, საქართველოს, სომხეთისა და ირანის ჩართვა, გვსურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის რეგიონად ვაქციოთ», – განაცხადა ერდოღანმა შუშაში აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.
მან მზადყოფნა გამოთქვა, ამ ინიციატივის განსახორციელებლად აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად მთელი ძალისხმევა მიმართოს და იქვე დასძინა, რომ ანალოგიური მზადყოფნა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, - იუწყება "ინტერფაქს-აზერბაიჯანი".
ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია "ექვსთა პლატფორმის" ჩამოყალიბება რეგიონის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად. ამ ინიციატივას აზერბაიჯანის ლიდერმა ილჰამ ალიევმაც დაუჭირა მხარი. იმხანად "კავკასიური პლატფორმის" მნიშვნელობის შესახებ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, რასაც საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მოგვიანებით საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დააზუსტა, რომ პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა აღქმული და რომ «ძალზე ძნელია საუბარი ერთიან პლატფორმაზე ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას აგძელებს».