Accentnews.ge
ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობი  სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში დამშრობი  სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

16/06/2021 07:09:30 რეგიონები, რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.

ხობის მუნიციპალიტეტში, დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.

სოფელ პირველ ხორგაში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 7100 მეტრი სიგრძის სხვადასხვა კატეგორიის შემკრები და კოლექტორული არხები იწმინდება.

ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტში 75 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს ივლისის ბოლოს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S