პუტინი: "ალექსეი ნავალნი შეგნებულად მიდიოდა იმაზე, რომ დაეკავებინათ"
16/06/2021 16:30:44 მსოფლიო
ალექსეი ნავალნი "შეგნებულად მიდიოდა იმაზე, რომ დაეკავებინათ", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკლ კოლეგასთან დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
«იგი აცნობიერებდა, რომ კანონს არღვევდა. დააიგნორა რა სავალდებულო აღრიცხვა, იგი სამკურნალოდ გავიდა საზღვარგარეთ. როცა ვიდეო გამოდო, წარმოიშვა აღრიცხვის მოთხოვნა და მან მას იგნორირება გაუწია», — განაცხადა რუსეთის ლიდერმა და დასძინა, რომ ნავალნის თემა აშშ-ის ლიდერთან დღევანდელ მოლაპარაკებებზე ჯო ბაიდენის ინიციატივით იქნა განხილული.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, "აშშ-მა ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაცხადა მოსკოვი მტრად, კანონმდებლობაში კი შევიდა დებულებები იმის შესახებ, რომ აშშ-მა უნდა დაიცვას დემოკრატიული მმართველობა, პოლიტიკური კანონები". «ეს ყველაფერი დაფიქსირებულია თქვენს - ამერიკულ კანონმდებლობში. ახლა დავსვათ კითხვა: თუ რუსეთი მტერია, მაშ რომელ ორგანიზაციებს დაუჭერს აშშ მხარს რუსეთში? - მე ვფიქრობ, არა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აძლიერებენ, არამედ იმათ, რომლებიც ასუსტებენ. და ეს მიზანი აშშ-ს საჯაროდ აქვს გაცხადებული», - დასძინა პუტინმა ამერიკელი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.


