"ჩვენ ურთიერთობები გავარკვიეთ, მე ამ გარკვევამ დამაკმაყოფილა; ბაიდენმა შეხვედრა შემომთავაზა - და შევხვდით; კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსია"
16/06/2021 16:47:45 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ჟურნალისტებს მისი მისამართით გამოთქმული ხისტი სიტყვების შემდეგ აშშ-ის ლიდერ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის შესახებ უამბო.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ბაიდენმა მას დაურეკა იმ ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მისი მისამართით მკვეთრი განცხადებები აკეთა. «ჩვენ ურთიერთობები გავარკვიეთ და მე ამ გარკვევამ დამაკმაყოფილა. მან შეხვედრა შემომთავზა - და დღეს შევხვდით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამერიკის ლიდერი ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსია" - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ბაიდენთან ჟენევაში გამართული დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა ჟენევაში დღეს გაიმართა.


