Accentnews.ge
"პუტინს განვუცხადე, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის იქნება მოლაპარაკებათა მაგიდაზე"

"პუტინს განვუცხადე, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის იქნება მოლაპარაკებათა მაგიდაზე"

16/06/2021 17:41:25 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მან რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

"პრეზიდენტ პუტინს განვუცხადე, რომ ადამიანის უფლებების საკითხი ყოველთვის იქნება მოლაპარაკებათა მაგიდაზე. აღვნიშნე, რომ ყოველთვის ვისაუბრებთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მაგალითად, როგორიცაა ნავალნის საქმე. მე ვუთხარი პუტინს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში თუ დაიღუპება, რუსეთისთვის ამის შედეგი კატასტროფული იქნება", – განაცხადა ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S