Accentnews.ge
თბილისში, პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადმოხტა

თბილისში, პოლიციის განყოფილებიდან მამაკაცი გადმოხტა

16/06/2021 17:50:26 სამართალი

46 წლის მამაკაცი თბილისში, დიდუბის პოლიციის განყოფილების მეორე სართულიდან გადახტა,– იუწყება „რუსთავი 2“.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს.

გერმანული ჰოსპიტალის ექიმის ნანა ჩხიკვაძის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა "უკიდურესად მძიმედ" ფასდება.

როგორც ექიმი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

"სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილია 46 წლის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანებები, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარცხენა ორმხრივი პნევმოტორაქსი, სხივისა და იდაყვის ძვლის მოტეხილობა, პაციენტი იმყოფება აპარატულ სუნთქვაზე, გრძელდება შესაბამისი მკურნალობა", - განაცხადა ექიმმა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება შსს-ის ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.

"2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.

აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S