პუტინმა უკრაინის საკითხში რუსეთის "ერთადერთი ვალდებულება" დაასახელა
16/06/2021 17:56:38 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინსკის შეთანხმებების რეალიზება "უკრაინის საკითხში რუსეთის ერთადერთ ვალდებულებად" დაასახელა.
«მოსკოვს უკრაინაში ვითარების დარეგულირების მხრივ ერთდერთი ვადებულება აქვს — "მინსკი 2"-ის დებულებების რეალიზების ხელშეწყობა», — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, პუტინის მტკიცებით, ბაიდენთან შეხვედრაზე ამ თემას მხოლოდ "გაკვრით" შეეხნენ და "აქ განსახილველი დიდად არც არაფერია".


