Accentnews.ge
"აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს"

"აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს"

16/06/2021 17:55:01 მსოფლიო

აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "შეხვედრის ატმოსფერო პოზიტიური იყო".

ამასთან, მან განმარტა, რატომ მიიჩნევს მნიშვნელოვნად პუტინთან პირისპირ შეხვედრას.

"გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც ჩამოვედი. პირველი, განსაზღვრეთ პრაქტიკულ სამუშაოთა სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედოთ; მეორე, პირდაპირი განვუცხადე, რომ აშშ პასუხს გასცემს იმ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკისა და ჩვენი მოკავშირეების სასიცოცხლო ინტერესებს და მესამე ნათლად განვსაზღვრე აშშ–ის პრიორიტეტები და ღირებულებები, ასე რომ, მან ეს პირდაპირ ჩემგან მოისმინა. [...] ბოლო კვირის განმავლობაში მჯერა და იმედი მაქვს, რომ აშშ-მა აჩვენა მსოფლიოს, რომ დავბრუნდით და ვდგავართ მოკავშირეების გვერდით. ჩვენ გავაერთიანეთ მეგობარი დემოკრატიები, რათა ავიღოთ კონკრეტული ვალდებულებები და წინ აღვუდგეთ იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოს წინაშე დგას და ახლა ვქმნით მკაფიო საფუძველს, თუ როგორ უნდა მივუდგეთ, როგორი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან. სამუშაო კიდევ ბევრია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S