პუტინი: "აშშ-ის მხრიდან შესაძლო ახალი სანქციები ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების მანიშნებელი იქნებოდა"
16/06/2021 18:06:39 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს მისი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი ამერიკული სანქციების დაწესების ალბათობის საკითხზე თავისი ხედვა გაუზიარა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ვაშინგტონში არსებობენ მოსკოვთან ურთIერთობების განვითარების როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები და რომელი ფრთა იმარჯვებს - მისთვის ძნელი სათქმელია.
ამასთან, რუსი ლიდერის თქმით, "ბაიდენთან დღევანდელი სამიტის შემდეგ ამერიკული მხრიდან ახალი შეზღუდვების დაწესებისკენ ნაბიჯების გადადგმა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ნიშანი იქნებოდა".
პუტინის ხედვით, "აშშ სანქციებისგან თავადაც არანაკლებ დაზარალდა". ამ კონტექსტში მან "ამერიკულ ეკონომიკასა და ტვირთბრუნვაზე შეზღუდვების ნეგატიურ გავლენას" გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ "[სანქციებში - რედ.] აზრი არავითარია, დანაკარგები კი ნამდვილად არის".


