Accentnews.ge
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო

16/06/2021 19:07:41 სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში მიიღო,– ამის შესახებ იურისტი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჯანდიერი აღნიშნავს, სასამართლოს საჩივრიდან გამომდინარე ყველა ძირითად საკითხზე აქვს ყურადღება გამახვილებული:

"მომჩივნის ოჯახის თხოვნით, ხვალ შევხვდები მას გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 12 საათზე, რის შემდეგად გავაკეთებ მედიისთვის კომენტარს. მომჩივანთან დაკავშირებული ფაქტები უკავშირდება კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევას. დეკანოზთან პირველივე შეხვედრაზე, ჩემი თხოვნით, შევთანხმდით, რომ საჩივრის შინაარსზე (რაც ევროპული სასამართლოს გარდა ჩვენ ორისთვის იყო აქამდე ცნობილი), შემდგომ პროცედურებამდე საუბარი არ გვექნებოდა. ხვალ შესაძლებლობა მექნება ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასევე იხილოთ სასამართლოს ვებგვერდზე".

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში "ციანიდის საქმეზე" საჩივარი 2019 წლის 31 იანვარს გაიგზავნა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S