გორი-იგოეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექიმები დაშავდნენ
17/06/2021 11:18:26 სამართალი
გორი-იგოეთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექიმები დაშავდნენ. არსებული ინფორაცმიით, ექიმები "ჰონდას" მარკის კერძო ავტომობილით გორიდან წეროვანის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც "მერსედესის" მარკის მანქანა შეეჯახათ.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებული ექიმები სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკის ინფორმაციით, სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.


