დისტრიბუციის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა
17/06/2021 11:54:26 სამართალი
ხობის მუნიციპალიტეტში, ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ საგვიჩიოს და ჭალადიდის დამაკავშირებელ ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კომპანია "თოლიას" დისტრიბუციის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა.
მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


