Accentnews.ge
მოსკოვმა ცხინვალს რუსეთიდან "მიწვეული" ჩინოსანი დაუნიშნა

მოსკოვმა ცხინვალს რუსეთიდან "მიწვეული" ჩინოსანი დაუნიშნა

17/06/2021 12:57:06 კონფლიქტები

მოსკოვმა ცხინვალს რუსეთიდან "მიწვეული" ჩინოსანი დაუნიშნა. დე ფაქტო მთავრობამ ჯანდაცვის "მინისტრის" ახალი მოადგილე ალექსანდრე პრიხოდკო თანამდებობაზე დღეს დაამტკიცა.

"ბატონი პრიხოდკო იმუშავებს ციფრული უზრუნველყოფის, ასევე სამედიცინო პრეპარატებით უზრუნველყოფის ორგანიზებისა და საკადრო საკითხებზე" - განაცხადა მისი მოადგილის წარდგენისას "მინისტრმა" სოსლან ნანიევმა.

ალექსანდრე პრიხოდკო 1986 წელს გროზნოში დაიბადა, სწავლობდა ყაზანის სამხედრო სასწავლებელში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის განხრით, მოსკოვის "პროფესიული ინოვაციების ინსტიტუტში" იურისპრუდენციის მიმართულებით. 2010 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S