
კადიროვი „მკაცრი ზომების“ შემოღებით დაიმუქრა, თუ ჩეჩნეთში მოქალაქეები რუსული ვაქცინით არ აიცრებიან
17/06/2021 14:05:24 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი „მკაცრი ზომების“ შემოღებით დაიმუქრა, თუ ჩეჩნეთში მოქალაქეები რუსული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით „სპუტინიკ V“ არ აიცრებიან.
მისი თქმით, ჩეჩნეთში სადღეისოდ „სპუტინიკ V“- ის ვაქცინით აცრილია 142 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი, რაც მხოლოდ მეოთხედია რესპუბლიკის მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც ვაქცინაციას ექვემდებარება.
"სიტუაციის გამოსწორების მიზნით" კადიროვმა ოპერატიულ შტაბს და ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებს მოსახლეობაში „განმარტებითი მუშაობის“ ჩატარება დაავალა.
მანამდე, მაისში რამზან კადიროვმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სათავრობო ოპერატიული შტაბის წევრებს დაავალა, რომ სამედიციო დახმარება ყველაზე ბოლოს აღმოეჩინათ იმ ადამიანებისათვის, ვინც ვაქცინაციაზე უარს იტყოდნენ. ხოლო ვაქცინაციის მომხრეთა და მოწინააღმდგეთა გამოვლენის მიზნით კადიროვი კომისიის შექმის ინიციატივით გამოვიდა.