Accentnews.ge
ახალგორის მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქსნის ერისთავების სასახლე დე ფაქტო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

ახალგორის მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქსნის ერისთავების სასახლე დე ფაქტო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

17/06/2021 14:48:52 კონფლიქტები

ახალგორის ოკუპირებული რაიონის მთავარი ღირსშესანიშნაობა - ქსნის ერისთავების სასახლე დე ფაქტო კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის და მის ბალანსზე იქნება აღრიცხული.

სააგენტო "რესის" ცნობით, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ დღეს ახალი საბიუჯეტო ორგანიზაცია - სახელმწიფო სამხარეო-ისტორიული მუზეუმი" დააფუძნა.

კულტურის დე ფაქტო მინისტრ ჟანა ზასეევას განცხადებით, იდეა რაიონული ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელს ეკუთვნის.

«ეს მუზეუმი უაღრესად ფასეულია კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, მასში ოსების შუა საუკუნეების ისტორიის ნიმუშებია დაცული, რომლებიც ჯერ შესწავლილიც არაა" - აღნიშნა ზასეევამ.

ოფიციალურმა თბილისმა ახალგორზე კონტროლი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S